ბათუ ქუთელია - მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს მკაფიო განცხადება საქართველოს ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით და გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

პარტია “დროა” პარტნიორ პარტიებთან ერთად უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქციას გამართავს.

როგორც “დროას” პოლიტსაბჭოს წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა, აქციის გამართვის თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ამას პარტნიორებთან შეათანხმებენ.

მისი თქმით, “პარტია “დროა” სოლიდარობას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია თავისუფლებისთვის ბრძოლა საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ.

“რუსეთი დღეს, თავისუფალი სამყაროს მტერია და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს შეტევაზე გადმოვიდეს, ხოლო ის სამხედრო მობილიზაცია, რასაც ვხედავთ უკრაინის საზღვრებთან, ყირიმის ანექსიის გაგრძელებაა და წარმოადგენს საფრთხეს, ვინც ვართ თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

ასევე მივესალმებით იმ მკაცრ პოზიციას, რაც აშშ-მ გამოხატავ ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, ევროპული სახელმწიფოს ლიდერებმა.

ასევე, გვსურს მივესალმოთ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას იმაზე, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან დაუწესონ რუსეთს უმკაცრესი სანქციები, ასევ აღმოუჩინონ სამხედრო და ყველა სხვა საჭირო დახმარება უკრაინას, რათა უკრაინამ შეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. ამავე დროს, ჩვენ არ გვესმის ანალოგიური მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს მკაფიო განცხადება საქართველოს ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, გაიზიაროს ის სულისკვეთება, რაც გამოხატული იყო აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპელი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან.მათ შორის, რუსეთზე დაწესებული სანქციების მხრივ და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით.ასევე, გააჟღეროს კონკრეტული ინიციატივები,მოითხოვოს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რაც საერთო უსაფრთხოების ნაწილია და ეს საკითხი გახადოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტად.

ჩვენ ვთვლით, რომ სოლიდარობის გამოხატვის კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ამიტომ, პარტია “დროა”, პარტნიორი პარტიები, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და უბრალოდ, აქტიური ადამიანები ერთად, კოორდინაციით დავაორგანიზებთ სოლიდარობის აქციას იმისათვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი მოძმე ხალხის მიმართ იყოს უფრო კარგად გაგებული და დანახული. ასევე, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის ბრძოლა. ჩვენ ვართ საერთო ბრძოლაში რუსულ ავტორიტარიზმთან, რასაც ყოველთვის ამარცხებს სოლიდარობა”, - განაცხადა ქუთელიამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა