ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მხარეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ყველა პროექტი, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება, იქნება ურბანულად გამართული და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული. ყურადღება გამახვილდება სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.

,,მოგეხსენებათ, რომ რეგიონში, ცენტრალური ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების თანამონაწილეობით, არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს - ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე. სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამხარეო ადმინისტრაცია და პირადად ჩემი ჩართულობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილზე გავეცნობით პროცესის მიმდინარეობას და გამოვლენილ საჭიროებებს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა