საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად ირაკლი ბრაჭული დაინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული დაინიშნა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბატონმა ირაკლიმ პროფესიული საქმიანობა 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო. მისი პროფესიული წინსვლა, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც იგი, წლების მანძილზე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და მრავალი საინტერესო პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, ოთხი მონოგრაფიის და 6 სახელმძღვანელოს ავტორია.

„პროფესორი ირაკლი ბრაჭული 2008 წლიდან დღემდე იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.

ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წევრი.

ვულოცავთ ბატონ ირაკლის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნას. ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა