ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - არ ვაპირებ გადადგომას

არ ვაპირებ გადადგომას, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შესაბამის კითხვაზე უპასუხა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კობა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხზე მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება კითხვას ანაკლიასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს ამაზე და არანაირი როლი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი არ განხორციელდა. ეს თქვენი შეფასებაა და უფლება გაქვთ თქვენი შეფასება გქონდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. ბადრი ჯაფარიძემ გვენეტაძეს ჰკითხა, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვა კი ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დასვა. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა: „იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა?“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა