მიხეილ სარჯველაძე - არავინ არავის „გადაუგდია“, უბრალოდ მათი ლოგიკა არის „გაღუნული“

არცერთ შემთხვევაში მისაღები არ არის, ასეთ პირობაზე დათანხმება იქნებოდა კორუფციული გარიგება, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ინიციატივას საყოველთაო ამნისტიის შესახებ.

მისი თქმით, ოპოზიცია რეალური საკითხების განხილვაზე არაა ორიენტირებული და „თვალი იარაღის ჟღარუნზე უჭირავს“.

„საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილი ენდობა ძალას, რომელიც ქმნის ამ ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს, ეს გახლავთ დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც რეალურად საკითხების განხილვაზე საერთოდ არ არის ორიენტირებული და ერთადერთი რაზეც თვალი უჭირავს ეს არის იარაღის ჟღარუნი, პოლიტიკური თვალსაზრისით იარაღის ჟღარუნი. სხვას მეტს ვერც შემოგვთავაზებენ.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს რეალისტური და დააწყნარებდა ქვეყანას და ბატონები, ჩემი კოლეგები, რომლებიც პარლამენტში მოღვაწეობენ, ის ხალხი გამოვა, იღლიაში ამოიჩრიან საქაღალდეებს და იმუშავებენ კანონპროექტებზე? მე კიდევ გამოვრიცხავ, ზღაპარია, თავად არ სჯერათ, ეღიმებათ, როცა ამაზე ლაპარაკობენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში ბადრი ჯაფარიძესაც უპასუხა, რომლის თქმითაც, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ „გააცუროს“.

„არავინ არავის გადაუგდია, ლოგიკა არის გაღუნული უბრალოდ მათი, მაშინ უნდა მითხრას ვიღაცამ, ამიხსნას, მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ თუ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ვინმე გადაგვეგდო, რაში გვაწყობდა, ინტერესი რა იყო? ბადრი ჯაფარიძე იძახის, პირველად მოგვატყუესო, მერე მეორედ მოგვატყუესო, მესამედ მიშელის დოკუმენტიდან გასულები რომ იყვნენო, კიდევ მოგვატყუესო, მოტყუებას აზრი აქვს, როდესაც რაღაც ინტერესი გაქვს, გასართობად ხომ არავინ მუშაობს პოლიტიკაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა