სხვადასხვა სამუშაოს  ჩატარების გამო, 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, დემეტრე თვდადებულის, შაქარაშვილის და ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, სახოკიას, შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მაისურაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და ახალმოწამეთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭვჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ახმეტელის, დარიალის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის, ბარნოვის, კავსაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს