Myway Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა და შესაძლოა, ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვოს

ქართულმა ავიაკომპანიამ Myway Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც კომპანიის იურისტმა თამარ მამფორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სასამართლოში სარჩელის შეტანით უნდა შეჩერდეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ამკრძალავი აქტის მოქმედება, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში შეზღუდვა ეხებოდა არა ფრენების უსაფრთხოებას, არამედ წილების გასხვისებას.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული აქტის მოქმედებით კომპანია დღეში 140 000$-მდე კარგავს, რაც შეიძლება „კატასტროფული შედეგების მომტანი გახდეს“.

,,იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იმავე პოზიციას გაიზიარებს, რადგან თუ აქტი არ გაჩერდა, ერთდღიანი დაყოვნებაც კი იწვევს 140 000 დოლარის ზარალს. სასამართლო სარჩელს წარმოებაში ალბათ რამდენიმე დღეში მიიღებს. კომპანია მზად არის მოლაპარაკებებისთვის. რამდენიმე დღის წინ მიმართვაც გავრცელდა, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის მისამართით იყო გაკეთებული. კომპანია გამოთქვამს მზაობას, რომ ითანამშრომლოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რომ გამოიძებნოს საკითხის მოგვარების გზები. ეს მოითხოვს სწრაფ რეაგირებას. კომპანია კარგავს დღიურ, გარანტირებულ შემოსავალს, რაც ძალიან დიდი თანხაა. დეკემბერი ითვლება ყველაზე ცხელ სეზონად მუშაობის თვალსაზრისით და ახლა შეკვეთების დაკარგვა არის კატასტროფული შედეგების მომტანი“, - აღნიშნა თამარ მამფორიამ.

უფლებადამცველის თქმით, შესაძლოა კომპანიამ ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვს.

,,თუ საფუძვლები გამოიკვეთა და დიდხანს გაგრძელდა შეზღუდვა ან სხვა სამართლებრივი დაბრკოლებები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ამასაც განვიხილავთ“, - აღნიშნა თამარ მამფორიამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა. ამის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Myway Airlines-ის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით მონოპოლიზაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და თუ კომპანია ხარვეზებს აღმოფხვრის, ლიცენზიის აღდგენაზე მიმართვა შეეძლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა