ხელვაჩაურში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

იმ ოჯახში, სადაც მამაკაცმა ცოლი და 21 წლის შვილი მოკლა, კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობს, 24 წლის გოგო და მამაკაცის 82 წლის დედა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა ნუგზარ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შესაბამის დაწესებულებაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო