მედია - 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

ექვსეულის პლატფორმის, 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართება, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება და მასში მონაწილეობას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები მიიღებენ. დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრება.

„უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები 10 დეკემბერს, გაიმართება წინასწარი სხდომის მსგავსი შეხვედრა „3+3“ ან „3+2“ ფორმატში, სადაც სომხეთი მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მოადგილის დონეზე. შეხვედრაზე განიხილება სამომავლო ქმედებები და გაგრძელებაზე ამ შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით ვიფიქრებთ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ამ ფორმატში ჩართულია რუსეთი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო