მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, მტკიცებულებად სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც დაერთო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაც.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა