ბადრი ჯაფარიძე პროკურორს - ეკონომიკური ფაკულტეტი რომ დაამთავრეთ, შემოსავალი როგორ განგიმარტეს? რა გასწავლეს, ვინ იყო თქვენი ლექტორი, იმას მაინც მოვკითხავ პასუხს

ეკონომიკური ფაკულტეტი რომ დაამთავრეთ შემოსავალი როგორ განგიმარტეს იქ? რა გასწავლეს, შემოსავალი და ქონება რა არისო რა გითხრეს?! ვინ იყო თქვენი ლექტორი, იმას მაინც მოვკითხავ პასუხს, - ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს.

აღნიშნული განცხადება ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

,,სამწუხაროდ კითხვის დასმის უფლება არ მაქვს, მინდა გკითხოთ სად ნახეთ უკანონო შემოსავალი და როგორ „გავათეთრეთ“? მიპასუხეთ სად არის აქ შემოსავალი, ეკონომიკური ფაკულტეტი რომ დაამთავრეთ შემოსავალი როგორ განგიმარტეს იქ? რა გასწავლეს, შემოსავალი და ქონება რა არისო რა გითხრეს? ვინ იყო თქვენი ლექტორი, იმას მაინც მოვკითხავ პასუხს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„ესეც გაიგეთ, რომ ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე?“ - მიმართა პროკურორმა ჯაფარიძეს.

ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვის შემდეგ აღნიშნული საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ შესვენება გამოაცხადა. სხდომის გაგრძელების შემდეგ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მფლობელი ავთანდილ წერეთელი დაიკითხება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო