ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის ერთი წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს დირექტორმა თამარ მელიქიძემ მუშაობის 1 წელი შეაჯამა და ყურადღება ახლადშექმნილი სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობასა და ეფექტიან მუშაობაზე გაამახვილა. მან მოწვეულ სტუმრებს ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრამებიც გააცნო.

თამარ მელიქიძის განმარტებით, დასავლური და ადგილობრივი პრაქტიკის შეჯერების შედეგად, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სახსრების ეფექტიანი ხარჯვის მიზნით, შეიქმნა სისტემის მართვის ძლიერი ინსტრუმენტი - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

„2021 წელს ტარიფიკაციის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაიწყო კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების-დეფიბრილატორების დაფინანსება, რის შედეგადაც მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება.

შედეგად, მოქალაქეების მხრიდან თანაგადახდის ოდენობა, რომელიც 20 000 ლარზე მეტი იყო, დღეს 700 ლარამდე ჯდება. 1 წლის განმავლობაში, კარდიო-დეფიბრილატორები 287 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გადაეცა. ტარიფიკაციის შედეგად, კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე დანახარჯი 28.2 % - ით შემცირდა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებითაც. გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია.

მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები“,- ნათქვამია ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს ანგარიშში.

თამარ მელიქიძის განცხადებით, არსებული რესურსების მიზნობრივად და კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებითა და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის საგრძნობი გაუმჯობესება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა