ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთანდილ წერეთელმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად სამივე ბრალდებულმა - ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთანდილ წერეთელმა დატოვა.

ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების მიცემის შემდეგ, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დრო დგებოდა.

აღნიშნული თავდაპირველად მიუღებელი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სამივე მოწმემ საკმაოდ ბევრი ისაუბრა და ასე დაჩქარებულ რეჟიმში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა გაუგებარია.

„ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი გამოკითხვებიდან ახალი ვერაფერი გაიგეთ. დასკვნითი სიტყვა მომზადებული გაქვთ? თქვენ დაწერეთ თუ გიკარნახეს“, - მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს.

ამის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს უთხრა - თუ სასამართლო დარბაზში ყოფნა არ სურდა, შეეძლო პროცესი დაეტოვებინა. რა დროსაც მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.

„კი, ბატონო, ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, კარგად ბრძანდებოდეთ! ეს არის ფალსიფიცირებული სასამართლო, გადაეცით თქვენს უფროსს ბიძინა ივანიშვილს“, - მიმართა პროკურორებს ხაზარაძემ.

თავის მხრივ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძის აღშფოთება მისთვის გაუგებარია, რადგანაც დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარესაც უნდა ეთქვა.

ხაზარაძის სხდომათა დარბაზიდან გასვლის შემდეგ დარბაზი ავთანდილ წერეთელმა და ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა.

„არ მინდა ნერვები მოვიშალო, ისეთი ამბები იქნება აქ“, - განაცხადა წერეთელმა სხდომის დატოვებამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა