პროკურორი - დაცვის მხარე რას დავობს, გაუგებარია, რადგან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არ გადმოულახავს სახელწიფო საზღვარი და ის იმყოფება საქართველოში, რაც დანაშაულია

საქმეზე დადგენილია ყველა ის პირი, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს - ბრალდებულს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში ეხმარებოდა წინა ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, გაუგებარია რას დავობს დაცვის მხარე, რადგან, ვეფხვაძის განმარტებით, საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე, საქმე გადაეცა არსებით განსახილველად, თუმცა, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მტკიცებულება, თუმცა, რას დავობს, აბსოლუტურად გაუგებარია იმიტომ, რომ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს ოფიციალურად არ გადმოულახავს საქართველოს სახელწიფო საზღვარი და ის იმყოფება საქართველოში - საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. რაც შეეხება სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნულ საქმეზე დადგენილია ყველა ის პირი, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ჯერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას, შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. შესაბამისად, საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების სრულად ამოწურვის შემდეგ, მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში ეხმარებოდა წინა ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი. რაც შეეხება კონკრეტულ ვინაობას და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდების მხარე მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ვინ მიეცემა პასუხისგებაში ან რა მუხლით მიეცემა პასუხისგებაში“, - განაცხადა პროკურორმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან