ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დაახლოებით 26 000-მდე „ბუსტერია“ გაკეთებული - ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა

განსაკუთრებული მნიშვნელობა „ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი, ე. წ . ომიკორონი გახდა , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, "ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება და გადამდებლობაც მეტი აქვს.

გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ „ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით „ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვს მანეიტრალიზებელი თვისებები „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით.

,,ძალიან ბევრი კვლევით დადგინდა ის, რომ დაავადების ინფექციის გადატანა 5-6 თვე გრძელდება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მეტიც იყოს და აცრის შემდგომი პერიოდიც, ამიტომ „ბუსტერი“ გახდა აუცილებელი. სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ხდება აუცილებელი. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ „ბუსტერი“. დღევანდელი რიცხვით სადღაც 26 000-მდე „ბუსტერია“ გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში და თანდათან უფრო მეტი მომართვაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა „ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი გახდა ე. წ ომიკრონი, რომელიც გაჩნდა აფრიკის ქვეყნებში. ვიცით ის, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ მეტი აგრესიულობა არა აქვს. უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება არ არის.

გუშინ გამოქვეყნდა „ფაიზერის“ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა „ომიკრონის“ შტამთან "ფაიზერის" ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს „ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით „ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ამ „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით და დაადასტურა - დიახ , უნდა გაკეთდეს „ბუსტერი“. ჩვენ საქართველოში ძირითადად ვიყენებთ „სინოფარმის“ და „ფაიზერის“ „ბუსტერს“ , უფრო მეტია გაკეთებული „ფაიზერი“ და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქით, "ომიკრონის" შემთხვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

,,„ომიკრონის“ შემთვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, არც საეჭვო შემთხვევა ყოფილა. ჩვენ ვადევნებთ თვალს. საეჭვო არის რამდენიმე ნიშანი, ჩვეულებრივ „პისიარ“ ტესტირების დროს, სადაც შეიძლება ეჭვი მიიტანოთ არის თუ არა ჩვენ ამის პროტოკოლი გაკეთებული აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მიცემულია აქ ეს ყველა ლაბორატორიას, როდის შეიძლება მიიტანოს ეჭვი, შესაბამისად ეს ნიმუშები იგზავნება ჩვენთან, რომ ჩატარდეს ამ ნიმუშის სეკვენირება, ჯერჯერობით არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა