სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება არა აქვთ, თუმცა აქვთ პროფესიული განათლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც სახელოვნებო პროფესიული განათლება აქვთ და შესაბამისი უნარ-ჩვევები გააჩნიათ, თუმცა არა აქვთ უმაღლესი განათლება, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმდნენ.

ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს კულტურის კომიტეტმა წარუდგინა. ამასთან, პროექტის მიღების შედეგად, სახელოვნებო სფეროს პროფესიული განათლების მქონე პირს ასევე შესაძლებლობა ექნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმდეს, რაც მას საშუალებას მისცემს გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაერთოს.

“ზოგადი განათლების შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო საგნების მასწავლებლად ვერ დასაქმდება პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება არა აქვს. როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტში განმარტავენ, საქართველოში სახელოვნებო სფეროს სპეციალისტებს რამდენიმე ათეული სახელოვნებო სასწავლო დაწესებულება ამზადებს, მაგრამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი გააჩნია კონსერვატორიას, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიას, ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს. დანარჩენი სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებებიდან კი, დაახლოებით 15 სასწავლებელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი გააჩნია.

ყველა სხვა არსებული სახელოვნებო სასწავლო დაწესებულება ამ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გასცეს. შესაბამისად, პირს, რომელსაც სახელოვნებო სფეროში პროფესიული განათლება აქვს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვერ საქმდება.

კულტურის კომიტეტის ინფორმაციით, სახელოვნებო სფეროს კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა წლიდან წლამდე უფრო და უფრო საგრძნობი ხდება და ხშირია შემთხვევა, როდესაც სკოლებში სახელოვნებო საგნების მასწავლებლად სხვა საგნის სპეციალისტები - მაგალითად, დაწყებითი კლასების მასწავლებლები მუშაობენ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი