ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორი - მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით

სიცრუეა, თითქოს ჩვენ იმ დონეზე გვქონდა დასკვნითი სიტყვა წინასწარ დაწერილი, რომ საერთოდ არც მიგვიქცევია ყურადღება ბრალდებულების ჩვენებებზე, ჩვენ ზეპირად შევეხეთ მათ ჩვენებებს, - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა და ის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ ბრალდებულები. როგორც წინა პროცესზე, დღევანდელ პროცესზეც ბრალდებულებმა პრაქტიკულად ბრალდების მხარეს ვერცერთ კრიტიკულ შეკითხვაზე ვერ გასცეს პასუხი. რაც იყო საკვანძო და მნიშვნელოვანი შეკითხვა მათი პასუხი იყო, „არ ვიცი“, „არ მახსოვს“, შესაბამისად, მათ არაფერი ახალი ვერსია სასამართლოსთვის არ შეუთავაზებიათ და ბუნებრივია ვერც შესთავაზებდნენ. აღნიშნულის შემდეგ, ჩვენ ბრალდების მხარემ წარმოვთქვით დასკვნითი სიტყვა, მიმოვიხილეთ ჩვენი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ უტყუარად ადასტურებენ ბრალეულობას, მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

ვინაიდან დღეს დაიკითხნენ ბრალდებულები რამდენად იყოს ასახული დასკვნით სიტყვაში, ეს არის უბრალოდ სამართლებრივი ნიუანსი, დასკვნითი სიტყვა იყო წერილობითი, იმიტომ, რომ ციფრებზეა საუბარი და ციფრების ნაწილია წერილობითი, თუმცა ჩვენს სიტყვას არა მხოლოდ წერილობით, არამედ ზეპირადაც ვამბობთ და ბუნებრივია, დააკვირდებოდით, რომ ყველა აბსურდულ ვერსიას, რომელიც შემოგვთავაზე ბრალდებულებმა ჩვენ შევეხეთ და დასკვნით სიტყვაშიც იყო ასახული. სიცრუეა, თითქოს ჩვენ იმ დონეზე გვქონდა დასკვნითი სიტყვა წინასწარ დაწერილი, რომ საერთოდ არც მიგვიქცევია ყურადღება ბრალდებულების ჩვენებებზე, ჩვენ ზეპირად შევეხეთ მათ ჩვენებებს”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს