აკაკი მინაშვილი - მთავარი მიზანია, ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები - სანქციები ძალიან ახლოსაა

მთავარი მიზანია, ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს გადადგას შემხვედრი ნაბიჯები - სანქციები ძალიან ახლოსაა, - ამის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ.

„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეფექტიანი ზომები, მათ შორის მთავარი არის პირადი სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს და დემოკრატიის პრინციპებს არღვევენ. მთავარი მიზანი ამ ზომების არის ის, რომ ისეთი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, რომ იგი იძულებული იყოს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ეს სანქციები ძალიან ახლოსაა. არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ადამიანებს არ ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებდნენ. გუშინ ვნახეთ ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა სანქცია უკრაინაში ყოფილი მოსამართლის მიმართ. იგივე ემუქრებათ ამ კლანის წარმომადგენლებს, სანამ არ დაიწყება სასამართლოს რეალური რეფორმა”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.

წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.

წერილის თანახმად, "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს