კობა კობალაძე უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოში უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს, ზოლტან ჰეგის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს ზოლტან ჰეგის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე ისაუბრეს სამსახურის პრიორიტეტებზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ და უნგრეთის ვეტერანების სამსახურთან და ამ მიმართულებით, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გარდა ამისა, პირველმა მდივანმა, კობა კობალაძეს და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადგომა გამოუცხადა და საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები შეთანხმდნენ, ამ მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმონ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა