სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურად მომწიფდა ტიკარაძის გადაყენების საკითხი, ის კარგი მინისტრი და მენეჯერი არ იყო

ბევრი შეცდომა დაგროვდა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე აისახა. ფაქტობრივად, ერთადერთი მინისტრი იყო, რომელზეც სახალხო კონსესუსი შედგა, რომ არაკომპეტენტური იყო. მას არ ჰქონია არც შესაბამისი განათლება, არც მართვის გამოცდილება. ტიკარაძე არ იყო კარგი მინისტრი და კარგი მენეჯერი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძე ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კავშირს გამორიცხავს.

„მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურად მომწიფდა ეკატერინე ტიკარაძის გადაყენების საკითხი. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის თვითონ გადადგა, რადგან თვითონ რომ მისულიყო ამ დასკვნამდე, ჯერ კიდევ შარშან გადადგებოდა. 22 თვის განმავლობაში „მწვანე პასპორტებზე“ ბევრად მნიშვნელოვანი შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ათასობით ადამიანი სიცოცხლე შეიწირა. ისეთი პაციენტების რომელთა გადარჩენაც, სწორი და კარგი მართვის პირობებში, შეიძლებოდა. გარკვეული "ტრიგერის" როლი შეასრულა “მწვანე პასპორტებმა“, მაგრამ მანამდე 22 თვის მანძილზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები იყო, რაზეც ტიკარაძის ხმამაღალი ნათქვამი ან შეწინააღმდეგება სამწუხაროდ არ გაგვიგია. რა თქმა უნდა, მთლიან პასუხისმგებლობას მარტო ტიკარაძეს ვერ დავაკისრებთ, თუმცა, დიდი წილი მისია. პანდემიას მართავს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაურკვეველია ვინ რაზეა პასუხისმგებელი, არანაირი პასუხისმგებლობის განაწილება არ არის. სხდომების ჩანაწერებიც კი არ მიმდინარეობს, ამიტომ პასუხისმგებლობა 12 000 ადამიანზე, ჩავარდნილ ვაქცინაციასა და პანდემიის უსაზიზღრესად მართვაზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პრემიერ-მინისტრსაც ეკისრება. ბევრი შეცდომა დაგროვდა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე აისახა, ფაქტობრივად, ერთადერთი მინისტრი იყო ტიკარაძე, რომლის გარშემოც სახალხო კონსენსუსი შედგა, რომ არაკომპეტენტურიიყო. მას არ ჰქონია არც შესაბამისი განათლება, არც მართვის გამოცდილება. ტიკარაძე არ იყო კარგი მინისტრი და კარგი მენეჯერი. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, მიშას საკითხს არ მგონია ემოქმედა, რადგან 3 კონსილიუმი რაც შეიქმნა, არცერთი იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული. მე გამოვრიცხავდი მიშას თემას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს