კობა კობალაძემ „მეომრის ყავის კლუბის“ დამაარსებლებს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ უწყებაში „მეომრის ყავის კლუბის“ დამაარსებლებს, თამაზ დემეტრაშვილსა და ბიძინა მოისწრაფიშვილს უმასპინძლა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს გაეცნო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თამაზ დემეტრაშვილი, რომელიც თავად რამდენიმე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა ავღანეთსა და ერაყში, ბოლო 6 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. კლუბის დაარსების იდეა სწორედ იქ გაუჩნდა, სადაც მსგავსი ორგანიზაცია უკვე არსებობს. როგორც მან აღნიშნა, მოქმედი და ვეტერანი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად 1 თვის წინ შეიქმნა „მეომრის ყავის კლუბი“, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ყავის მოძიებას, ტრანსპორტირებას, ადგილზე მოხალვას და მომხმარებლის სახლის კარამდე მიტანას. ყველა ამ სამუშაო პროცესში, სწორედ მოქმედი და ვეტერანი სამხედროები გახლავთ დასაქმებული;

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, ვეტერანთა მხარდაჭერა, საზოგადოებაში მათი ღვაწლის მეტად დაფასება და ცნობადობის ამაღლება ორგანიზაციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „მეომრის პოდკასტი“, რომელიც მსმენელს ცოცხალ გმირებს გააცნობს. ყავის რეალიზაციიდან შემოსული თანხების დიდ ნაწილს კი სწორედ ამ გმირებისა და მათი ოჯახების თანადგომისთვის მიმართავენ. იდეის ავტორებს, პროექტის წარმატების იმედი აქვთ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტი ვეტერანი დაასაქმონ.

„სამწუხაროდ, საქართველოში სიტყვა „ვეტერანი“ ასოცირდება წარუმატებლობასთან. უახლოეს ისტორიაში გადატანილი საბრძოლო მოქმედებები და მათი შედეგები ადამიანებში დამარცხებისა და უიმედობის განცდას იწვევს. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინდივიდუალური გმირობის მაგალითების წარმოჩენა. კონკრეტული საომარი ეპიზოდები, კონკრეტული მოვლენები, რომლებიც ხშირად, გლობალურ კონტექსტში შეუმჩნეველი რჩება. გვჯერა, რომ ვეტერანის წარმოჩენა უბრალო ადამიანად, თავისი განცდებით, ემოციებით, სიხარულითა და ტკივილით, უფრო შეამცირებს იმ დაშორებას, რაც არსებობს საზოგადოებასა და სამხედროებს შორის,“- განაცხადა თამაზ დემეტრაშვილმა.

სტუმრებმა, კობა კობალაძეს ამ იდეის განვითარებაში თანადგომა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში მხარდაჭერა სთხოვეს, რაზეც, მისი მხრიდან, სრული მზაობის პირობა მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა