ნათია თურნავა - ვამაყობთ, რომ პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის შენობაში ამოქმედდა.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია ნათაქვამი, „ბაზარი ორბელიანზე“ პროექტის ფარგლებში, სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზარი და კვების სივრცეებია განთავსებული. 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ასევე წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, სხვადასხვა კუთხის, ისე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტი.

„ამიერიდან ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებს შეუძლიათ ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული მოსავალი, ქართული, უგემრიელესი პროდუქცია შეიძინონ, არამედ ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, ტურისტებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ, გაატარონ აქ დრო, გაეცნონ ქართული კულინარიის, სამზარეულოს საიდუმლოებებს, თავისი ხელით ამოავლონ ჩურჩხელა, გამოაცხონ შოთის პურები და დააგემოვნონ არაჩვეულებრივი ქართული კერძები. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ მსხვილი, დაახლოებით 19 მლნ ლარის ინვესტიციაა. ასევე ამაყები ვართ, რომ პროექტის განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროექტი „ბაზარი ორბელიანზე“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მიზნით დაახლოებით 3 მლნ ლარის თანხის ოდენობით დაფინანსდა. მისივე განცხადებით, პროექტში დღეისთვის დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, უახლოეს პერიოდში კი კიდევ უფრო მეტი დასაქმდება. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიურად „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ქვეყნის მასშტაბით უკვე 1800-ზე მეტი ობიექტი სარგებლობს.

„ასევე საამაყოა ჩემთვის, რომ აქ წარმოდგენილი 300-ზე მეტი ფერმერი, წვრილი მოვაჭრე - მათი უდიდესი ნაწილი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, სახელმწიფო დახმარებით, ასევე არიან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამების ბენეფიციარები. ეს არის იმის საუკეთესო დასტური, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი დახმარება, სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან ეფექტურია. და რაც მთავარია, წარმოდგენილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ეგზოტიკური ხილიც კი საქართველოშია მოყვანილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს