გიგი წერეთელი - სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ პრობლემებზე საუბარი ხელისუფლებისთვის მტკივნეულია, ისინი ყველაფერს აკეთებენ ამ ინსტიტუტის დასასუსტებლად

სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ პრობლემებზე საუბარი ხელისუფლებისთვის მტკივნეულია, ამიტომაც ისინი ყველაფერს აკეთებენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დასასუსტებლად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სახალხო დამცველის ანგარიშში ნახსენებ პრობლემებზე ღიად საუბარი არ მოსწონს, მაგრამ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

წერეთლის თქმით, გვჭირდება ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორად ფუნქციონირებს, „ამ შემთხვევაში ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი და პირადად სახალხო დამცველი“.

„სახალხო დამცველის ანგარიში უდავოდ არის ძალიან საინტერესო, მე ვიტყოდი, რომ არის სამწუხარო იქ მოყვანილი ფაქტები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ ეს ფაქტები სხვაგვარად წარმოაჩინოს, შეალამაზოს ან დამალოს,მაგრამ აქვე სახალხო დამცველის მხარდასაჭერად უნდა ითქვას, რომ ის ყოველთვის ცდილობს ის ფაქტები, რისი დამალვაც არ შეიძლება არ დაუმალოს საზოგადოებას და იყოს ობიექტური. ეს არის ყველაზე მთავარი, ობიექტურობა სწორედ ამას გულისხმობს, ფაქტები უნდა აღწერო და შენი შეფასება გააკეთო, 5 ივლისის მოვლენები, პოლიტიკური დევნის საკითხები, კოვიდის მართვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემებზე ღიად საუბარი არ მოწონს, მაგრამ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, გვჭირდება ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორად ფუნქციონირებს, ამ შემთხვევაში ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი და პირადად სახალხო დამცველი“, - განაცხადა წერეთელმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა