ირაკლი კობახიძე - ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ საკრებულოებში „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ფორმირებას ახერხებს, თუმცა ეს მათი პრობლემაა

ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში საბოლოო ჯამში მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ფორმირებას ახერხებს.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა არჩევნების შემდეგ, თუმცა 2 შემთხვევაში - კერძოდ, მარტვილში და შემდგომ უკვე დმანისში მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ გარშემო უმრავლესობის ფორმირება ორივე საკრებულოში. ანუ პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციების საფუძველზე. ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში საბოლოო ჯამში მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მტკივნეულია ის, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს უმრავლესობის ფორმირებას, თუმცა ეს არის მათი პრობლემა, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით