სოზარ სუბარი - მცირე ხანი, რაც მე და გია ლორთქიფანიძე ერთად ვმუშაობდით, მასთან ურთიერთობის ძალიან დადებითი გამოცდილება მაქვს

არ შემიძლია ჩემი მხრიდან არ ვთქვა - ის მცირე ხანი, რაც მე და გია ლორთქიფანიძე ერთად ვმუშაობდით, მასთან ურთიერთობის ძალიან დადებითი გამოცდილება მაქვს - ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ციხეებში მართლა ძალიან რთული ვითარება იყო და გია ლორთქიფანიძემ იქ სიტუაციის დასტაბილურება შესძლო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, როცა ის სასჯელაღსრულების მინისტრი გახდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გია ლორთქიფანიძე დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

"ამ კონკრეტულ ბრალზე არაფერს ვიტყვი. პროკურატურამ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა სად, როგორ და რაში დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს. გასაგებია, რომ მათ შესაბამისი მტკიცებულებები ექნებათ და ამ ყველაფერს სასამართლო განიხილავს. გია ლორთქიფანიძეს სხვა საქმეზეც აქვს ბრალი წაყენებული - ეს არის 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევასთან დაკავშირებული საქმე. არ შემიძლია ჩემი მხრიდან არ ვთქვა, ის მცირე ხანი, რაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მასთან ურთიერთობის ძალიან დადებითი გამოცდილება მაქვს. იმ კატასტროფული ვითარების შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ციხეებში იყო და ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, მართლა ძალიან რთული ვითარება იყო და გია ლორთქიფანიძემ იქ სიტუაციის დასტაბილურება შეძლო", - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს