სოზარ სუბარი - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების მაღალი კვორუმით არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებაზე წამოსვლა შეუძლებელი იყო

ცესკოს თავმჯდომარის და წევრების მაღალი კვორუმით არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებაზე წამოსვლა შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ სათქმელი არავის არაფერი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, მხარი მაინც არ დაუჭირეს.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ცესკოს თავმჯდომარეს კვალიფიციურ უმრავლესობაზე უფრო მაღალი კვორუმით ირჩევენ და საქართველომ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონოს.

"19 აპრილის შეთანხმების მიზანი სტაბილურობა იყო. მას შემდეგ რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და დესტაბილიზაციის გაღრმავებაზე წავიდა, ჩვენ დოკუმენტის ანულირება მოვახდინეთ, თუმცა მასში ჩაწერილი პუნქტების ცალმხრივად შესრულება დავიწყეთ. ერთ-ერთი ასეთი პუნქტი ცესკოს თავმჯდომარის მაღალი კვორუმით არჩევის წესი იყო, თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დადებით შედეგს ვერ გამოიღებდა. ეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევამ აჩვენა, როცა ეს ადამიანი ერთპარტიული წესით და 6 თვის ვადით ავირჩიეთ. როცა ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების 6-თვიანი ვადით არჩევა ხდება, პოლიტიკური ზეწოლა მარტივია და შიშის ქვეშ ექცევიან, რომ შეიძლება მეორედ აღარ აირჩიონ. ამიტომ ხდებიან მანიპულაციის მსხვერპლი. ამიტომ მათი ხანგრძლივი ვადით არჩევა აუცილებელია დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია.

პროექტით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

ამასთან, აღნიშნულ კენჭისყრებს შორის დროის მინიმალური მონაკვეთი დადგენილი არ იქნება.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა