"ლელო საქართველოსთვის" წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტში "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

„ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი პერიოდულად აფასებს საქართველოს ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენ ევროსაბჭოს წინაშე ავიღეთ. ეს ვალდებულებები პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორაა ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაცული და როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობაზე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის საზიანოდ გადადგა "ქართულმა ოცნებამ", დაწყებული 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლით, გაგრძელებული მტრული საუბრით, მტრის ხატის შექმნით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებით, მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლით და მუდმივი დაძაბულობის ინიცირებით ქვეყანაში'', - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა