ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დიასპორის ბიზნეს ფორუმი ტარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 და 12 დეკემბერს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დიასპორის ბიზნეს ფორუმი ტარდება.

სამინისტროს ცნობითვე, ფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობას, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას, ბიზნეს კონტაქტების დამყარებას და ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ღონისძიების მონაწილეებს,საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და უცხოელ სტუმრებს, საშუალება ეძლევათ, გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს, ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, დიასპორის ბიზნეს ფორუმის გახსნითი ნაწილი 10 დეკემბერს, სასტუმრო The Biltmore hotel Tbilisi-ში შედგა.

მონაწილეებს ვიდეო მიმართვით მიესალმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ფორუმი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სააგენტოები (,,აწარმოე საქართველოში'', საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), კერძო სექტორის წარმომადგენლები, 15-მდე დიასპორის წარმომადგენელი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, აშშ-დან და მათ მიერ მოწვეული უცხოელი სტუმრები.

მომდევნო დღეების მანძილზე, ფორუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია შეხვედრები დაინტერესებულ დიასპორასა და მათ უცხოელ პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის, რათა განხილულ იქნას დიასპორულ, უცხოურ და ადგილობრივ ბიზნესებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. დაგეგმილია დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტი კახეთში და შიდა ქართლში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან საქმიანი კავშირების დამყარებისა და მომავალი აქტივობების დაგეგმვის მიზნით.

სამდღიანი ბიზნეს ფორუმი 12 დეკემბერს დაიხურება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა