გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყირიმისა და შავი ზღვის რეგიონში მილიტარიზაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც 63-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ნაწილების მილიტარიზაციის პრობლემის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 22, ხოლო 55-მა თავი შეიკავა.

გავრცელებული ცნობით, დოკუმენტის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსია, ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და შეყოვნების გარეშე შეაჩეროს უკრაინის დროებითი ოკუპაცია.

გარდა ამისა, რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მაცხოვრებლების შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ რუსეთის ტერიტორიაზე გამოძახების დაუშვებლობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყირიმელი ბავშვების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურისთვის საბრძოლო მომზადებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე სპეციალიზებულ უწყებას, თავი შეიკავონ ყირიმში ყოველგვარი ვიზიტებისაგან, რომლებიც არ არის შეთანხმებული უკრაინასთან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

"მადლობა ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირე რეზოლუციას. ის კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო მხარდაჭერას ყირიმის პლატფორმისა და მისი მიზნებისთვის, ეხება ყირიმის პროგრესულ მილიტარიზაციას, ასევე აგზავნის შემაკავებელ სიგნალს ჩვენს საზღვართან და ყირიმში რუსეთის მუდმივი გაძლიერების ფონზე" , - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტივტერში".

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა