ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონალური სწავლება გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონალური სწავლება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ტრენინგი პროექტ CONTACT-Black Sea-ს ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას და ამ მიმართულებით, მომავალი პროფესიონალი კადრების მომზადებას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოებისა და ქბრბ მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო მარელიმ და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელმა ბერნარდ დობნერმა გახსნეს.

რეგიონალური სწავლების ფარგლებში გადამზადდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენასთან დაკავშირებული საკითხები, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკა და სხვა პროცედურები.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ მომავალი ტრენერებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების ხელშეწყობით.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს