გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, დაეხმარა თუ არა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის კვეთაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, დაეხმარა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაში.

როგორც გიული ალასანიამ განმარტა, ის გიორგი ლორთქიფანიძეს დიდი ხანია იცნობს და ის პროფესიონალი და საიმედო ადამიანია.

„სხვათა შორის, გიორგი ლორთქიფანიძეს ვიცნობდი. იცით როგორ ვიცნობდი? ერთხელ ვახსენე კიდეც, ამერიკელებთან რაღაც დაწესებულება შექმნეს აქ, ჩემი შვილის პრეზიდენტობამდე იყო, ანტიკორუფიცული ცენტრი იყო, გვიხდებოდა ხოლმე ამ დაწესებულებებთან ურთიერთობა. მაშინ გავიცანი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან კომპეტენტური იყო, ძალიან წესიერი ადამიანი ჩანდა, წლები მქონდა მასთან ურთიერთობა. მერე ვიცი, რომ ოდესაში გადავიდა, დანარჩენი არაფერი ვიცი. როცა გავიგე, ოდესაში იყო, ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, ის არის ადამიანი, რომელიც კარგი პროფესიონალია, რომ დაეყრდნობი და იმედიანად რომ ხარ ისეთი, სადაც ის არის, იქ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს