ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს. დღეს ადვოკატთა ასოციაციის საერთო საარჩევნო კრება ჩატარდა. არჩევნები წელს პირველად სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინ რეგისტრაციით, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს - ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა. საარჩევნო პროცესი „ექსპო-ჯორჯიაში“ მიმდინარეობდა.

კენჭისყრაში სულ 1339 ადვოკატი მონაწილეობდა, აქედან 1194 ხმა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა მიიღო, რომელიც ადვოკატებმა თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ევროპის საბჭოსა (CoE) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USIAD/PROLoG) მხარდაჭერით ჩატარდა.

ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევდა ადმინისტრირებას. საარჩევნო პროცესს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშრისო საზოგადოებას“ (ISFED) წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა