ექიმი ფსიქიატრი - ფსიქოტროპული წამლების დოზირებაში დარღვევა არ არის, რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება - მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება

ექიმი ფსიქიატრის მარინე კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზებს არ სცილდება, რაც ნიშნავს, რომ დოზებთან მიმართებაში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება.

როგორც კურატაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება. „კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, „ქსანაქსს“ იღებს. „ქსანაქსი“ მას უცხოელი ექიმის მიერ დიდი ხნით ადრე ჰქონდა დანიშნული.

ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.

გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“, - განაცხადა ექიმმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია