ნევროლოგი - სააკაშვილი საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, რასაც ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ - საუბარი იყო უცხოეთში გადაყვანაზე

ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სპეციალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

„მისი ნევროლოგიური სტატუსი წამყვანია მის დაავადებაში. სტაბილურად რაც რჩება, ეს არის სიარულის, კოორდინაციის პრობლემა, ხასიათის მერყეობები, თუმცა, ეს არ სცილდება ნორმატიულ ფარგლებს. ეს არის ძირითადად მისი ნევროლოგიური სტატუსი. ის ახლა ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა. მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ეჭვი მეპარება, საქართველოში მოვიძიოთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე“, - განაცხადა თოიძემ.

მან განმარტა, რომ დღეს ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილთან არ განხილულა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მსჯელობა იყო.

„მისი პოზიცია არის ასეთი, რომ ის აქ გარკვეული მიზნით ჩამოვიდა“,- განაცხადა თოიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა