ბორის ჯონსონი - არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ „ომიკრონის“ ტალღა გვიახლოვდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან ინგლისში „ბუსტერ“ დოზით აცრას 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს შესთავაზებენ.

„არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ „ომიკრონის“ მოქცევის ტალღა გვიახლოვდება”, - განაცხადა ბორის ჯონსონმა სატელევიზიო განცხადებაში.

ბორის ჯონსონმა „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ვშიშობ, ახალ „ომიკრონ“ ვარიანტთან ბრძოლაში საგანგებო სიტუაციის წინაშე ვდგავართ. აშკარაა, რომ ვაქცინის ორი დოზა უბრალოდ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს დაცვის ის დონე, რომელიც ყველას გვჭირდება, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, მესამე დოზით, „ბუსტერ“ დოზით, ჩვენ ყველას შეგვიძლია მივაღწიოთ დაცვის დამატებით დონეს", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ცნობისათვის, გუშინ გაერთიანებული სამეფოში კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული განგაშის დონე ოთხამდე გაზარდეს, რომელიც ნიშნავს გადაცემის მაღალ ან მზარდ დონეს და ის გაერთიანებული სამეფოში ბოლოს მაისში იყო გამოცხადებული.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა