„ტერავინო“ - ახალი ტურისტული სივრცე ყაზბეგში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაცია - „ტერავინო“ გაიხსნა. ის ღვინის სადეგუსტაციო მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სამ სართულზე ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს.

„ტერავინო“ მორიგი ქართული ინვესტიციაა KTW ჯგუფისგან, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეიდან ის როგორც საქართველოს, ასევე KTW ჯგუფის ტურისტულ რუკაზე დამსახურებულ ადგილს დაიკავებს. „ტერავინო“ დეგუსტაციის მიმართულებით კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოებით მაღალი პროფესიული სტანდარტისდამკვიდრებას ისახავს მიზნად. მისი სამზარეულო ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხედვების სინთეზია. თავად კონცეფცია და დიზაინი კი, მინიმალისტურია და ავთენტურად ერწყმის გარემოს. „ტერავინოს“ ბარის და ტერასის ვიტრაჟებიდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი, 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება.

რესტორნის სივრცე 150 ადამიანზეა გათვლილი. ტერასას კი 100 სტუმრის მიღება შეუძლია. „ვფიქრობ, თავისი გამორჩეული არქიტექტურით და დიზაინით „ტერავინო“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მხარის ტურიზმის განვითარებაში და ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონის ღვინის პოპულარიზაციას . ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - KTW ჯგუფის თითოეული ახალი პროექტით მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის განვითარებას. და რაც კიდევ უფრო მახარებს, ჩემს გუნდთან ერთად, ამ რეგიონთან დაკავშირებით სამომავლოდ უფრო მასშტაბური გეგმები მაქვს. ჩვენ ამავე ტერიტორიაზე მორიგი ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ“, - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

„ტერავინოში“ 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა ძირითად ნაწილს ადგილობრივი კადრები წარმოადგენენ.

რესტორანში სრულად დაცულია Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციები.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო