კანონპროექტი, რომლითაც 1 000 000-მდე პირს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია

კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, დაახლოებით 1 000 000 პირს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - დავით სონღულაშვილმა, ლევან მგალობლიშვილმა, გელა სამხარაულმა, გოჩა ენუქიძემ, ბეჟან წაქაძემ, ელგუჯა გოცირიძემ და ირაკლი (დაჩი) ბერაიამ წარადგინეს.

პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას - კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს.

დამოკიდებულ პირთა სიასთან დაკავშირებით, პირი საკუთარი განცხადების საფუძველზე დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას მოითხოვს. ასევე, მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი ხდება, სასამართლოს წესით პირის მონაცემების რეესტრში შეტანა მოითხოვოს.

ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე - კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს (მათ შორის “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურეს, საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს), მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.

პროექტით იკრძალება მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა. სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო ხდება ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი ვერიფიკაციის განხორციელება. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულება განესაზღვრა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტის მიღებით, დაახლოებით 1 000 000 ფიზიკურ პირს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება. ეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 50 მლნ. ლარით შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, “საგადასახადო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებით გათვალისწინებული საგადასახადო ტვირთის გაზრდით გამოწვეული ფისკალური შედეგებით დაკომპენსირდება.

“შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში, აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში, მოგების გადასახადში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი 175 მლნ. ლარს შეადგენს. პროექტის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებიდან, მოგების გადასახადში 127 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო თანხის გატანის გადასახადიდან - 98 მლნ ლარს.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი აღნიშნული სფეროდან, ჯამურად 225 მლნ. ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 50 მლნ. ლარით შემცირდება, ასაკობრივ ზღვართან, აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა მიმართებაში კანონში განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული სოციუმისთვის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვა ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში ჯამურად განისაზღვრება დაახლოებით 175 მლნ. ლარით. ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მიერ სულ ბიუჯეტში გადახდილი თანხა (მოსაკრებლები, გადასახადები) წლების მიხედვით შეადგენს: 2017 წელს - 332,092,506 ლარი, 2018 წელს - 393,195,562 ლარი, 2019 წელს - 420,341,765 ლარი, 2020 წელს - 241,429,051 ლარი“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს