„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შესათანხმებლად და დასამტკიცებლად ვადამ ნაცვლად 2022 წლის 1-ელი იანვრისა, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწია. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შესაბამის ცვლილებებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

„საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან 2023 წლის 1-ელ ივლისამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და ხელახლა დაამტკიცონ ისინი. (გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისა).

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, გამოიკვეთა, რომ მის დასასრულებლად საჭიროა მეტი დრო, რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დიდი ნაწილი კვლავ დასამტკიცებელია და სახელმწიფო დაწესებულებებს ესაჭიროებათ კანონით განსაზღვრული ვადის გადავადება, რათა მათ მოახერხონ შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შეთანხმება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და დამტკიცება კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა