ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები - თუ ის ინიცირებული იქნება, ჩვენ ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები - "ლელო საქართველოსთვის" ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც პოლარიზაციის შემცირებაზე ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რონ სწორი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი გაუკეთებს ორგანიზებას მრგვალ მაგიდას პოლიტიკური ძალების მონაწილეობით, რომლის საშუალებითაც უნდა მივიდნენ თანხმობის ფორმულამდე, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდეს, გადავიდეთ ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში. იმედი მაქვს, მის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები. ჩვენ "ლელო საქართველოსთვის" ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ მოვახერხოთ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შერიგების თუ შეთანხმების პროცესი, მე ვფიქრობ თანხმობის პროცესი ვიდრე შერიგების, ეს იქნება სწორი, რადგან არსებობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და გამოწვევები, რაზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და არა დაპირისპირებაზე და ზიზღზე”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან