გურამ მაჭარაშვილი - ერთი და იგივე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ

ერთი და იგივე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის, პაატა მანჯგალაძის საკანონმდებლო ინიციატივით შემოთავაზებული ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პარლამენტის წევრებმა ფრაქციის შექმნისათვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნან პოლიტიკური ჯგუფები.

შესაბამისად, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებს ექნებათ შესაძლებლობა კვლავ გაერთიანდნენ და შექმნან შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფები. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, პაატა მანჯგალაძის თქმით, „ამ ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა, რაც ნამდვილად დაგვაკლდა მინისტრის საათის დროს“.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ დღეს არსებული რეგლამენტის მიხედვით, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს, რომელთაც არ აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ ორი ან მეტი პარლამენტის წევრისგან შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ეს დაშვება არ იყო ერთი და იგივე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებზე.

„ჩვენ მომხრე ვართ ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის გაძლიერების, მათი საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერების, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და რომელსაც სამწუხაროდ არ იყენებენ ხოლმე. კარგია თუ გამოიყენებენ ამ პლატფორმას, ტრიბუნას და ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჩავდეთ რეგლამენტში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტში ქვეკომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში 16 კომიტეტია, რომელთა მუშაობაც ეფექტურია, მათ შორის ღიაობისა და საჯაროობის, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით. ყველა პლატფორმა და შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ დარგობრივი კომიტეტების მეშვეობით, პარლამენტმა ეფექტურად იმუშაოს, შესაბამისად ამ ეტაპზე ქვეკომიტეტების შექმნის საჭიროება არ არსებობს. ამდენად, კომიტეტის დასკვნით მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული ქვეკომიტეტების შექმნა.

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მიხეილ სარჯველაძის და პარლამენტის სხვა წევრების საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და პარლამენტის კანონშემოქმედებით თუ საზედამხედველო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას ისახავს მიზნად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან