ბოლნისში, აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

11-12 დეკემბერს, ბოლნისის ძიუდოს სკოლის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლნისის ჭიდაობის სასახლეში ძიუდოში 15 წლამდე ასაკის ვაჟებს შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ტურნირში 200-ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას.

„ტურნირზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე იყო მიწვეული, რომელმაც მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოზარდ ძიუდოისტებს წარმატებები უსურვა, ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის კი მასპინძლებს მადლობა გადაუხადა.

გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, გია ედილაშვილმა და უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ გადასცეს.

აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ძიუდოს ტურნირი 2009 წელს, მისი მწვრთნელის, შერმადინ დადვანის ინიციატივით დაარსდა; საბა ბავშვობიდან ჭიდაობა ძიუდოთი იყო გატაცებული და ამავე დარბაზში ვარჯიშობდა. საბა დადვანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან იყო; ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი, 18 წლის სნაიპერი, ცხინვალში, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა; იგი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

2019 წელს, ქუჩას ტანძიაში, სადაც საბა დადვანი გაიზარდა, მისი სახელი მიენიჭა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა