პრემიერ-მინისტრი „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია “დელტას” კონსტრუქტორებისგან მოისმინა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაულ იარაღის საწარმო "დელტა სიეიეი"-შიც იმყოფებოდა, სადაც უახლესი აპარატურით იარაღის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, „დელტას“ ხელმძღვანელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

„ „დელტა“-ში წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

კერძოდ, 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.

“დელტა“ სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა.

ქართულ-ებრაულ საწარმოში უახლესი აპარატურითა და უმაღლესი ხარისხით ხდება იარაღის გალვანირება, ქრომირება და ანოდირება. აპარატურა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს