გიორგი რუხაძე - რუსეთი რომ მისი განცხადებებით ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან ვერაფერს ამოშლის, ეს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ თუ საქართველო თავისი ქმედებებით მოსპობს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს, შეუძლებელი იქნება დემოკრატიულ სამყაროში ინტეგრაცია

რუსეთი რომ ამ განცხადებებით ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან მუხლებს ვერ ამოშლის, ეს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ საქართველო თავისი ქმედებებით თუ ისე მოსპობს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს და ინსტიტუტებს, რომ უკვე შეუძლებელი იქნება დემოკრატიულ სამყაროში მისი ინტეგრაცია, ეს თავისთავად მოხდება და ამოშლა არ დასჭირდება - უფრო მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, საქართველო რას აკეთებს, რომ ალიანსის წევრი გახდეს და არა იმაზე, რა განცხადებებს აკეთებს რუსეთი , - ასე ეხმაურება "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი რუხაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან საქართველოსა და უკრაინის შესახებ ჩანაწერის ამოღებაზე.

მისი თქმით, რუსეთის განცხადება უკრაინის საზღვართან მის სამხედრო მზადყოფნასთანაა კავშირში და ის ალიანსისგან გარკვეული ოფიციალური ან არაოფიციალური გარანტიების მიღებას ცდილობს.

„ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო მზადყოფნას უკავშირდება უკრაინის საზღვარზე და ფასის გადახდას, რომელსაც რუსეთი ელოდება უკრაინაში არ შეჭრისთვის დასავლეთის მხრიდან. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაცია ემსახურება არა პირდაპირ აგრესიას, შეჭრას, არამედ პრიზის მიღებას. ეს პრიზი შეიძლება იყოს რამდენიმე და ერთ-ერთი, ალბათ, რაღაც ტიპის გარანტიები, ის, რომ ნატო აღმოსავლეთით პერსპექტივაშია აღარ გაფართოვდება. ოფიციალური ან არაოფიციალური გარანტიები და ოფიციალურიდან არაოფიციალურამდე მისვლა უფრო ადვილია, მაგრამ მე მგონი, რუსეთშიც ხვდებიან, რომ ნატოს მხრიდან ამ ტიპის გარანტიის გაცემა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან განცხადების ამოღება, წარმოუდგენელი ამბავია. გამოდის, რომ ნატო აღიარებს, რომ რუსეთი უწყვეტს ალიანსს, რა უნდა გააკეთოს. ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთი შეიძლება ელოდოს რაღაც არაფორმალურ დაპირებას. ასევე ეს უბრალოდ სიგნალია ნატოს წევრი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისთვის, რომ რუსეთი აქ ძალიან სერიოზულადაა განწყობილი. შესაბამისად, შეიძლება არ იყოს ოფიციალური დაპირება, არგუმენტები ამ ქვეყნებისთვის, რომ დაბლოკონ მომავალში საქართველოს ან უკრაინის წევრობა, იქნება უფრო ძლიერი შიდა დისკუსიისთვის.

სამწუხაროდ, თვითონ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის არ ჰქონდეს კარგი პოზიციები. თეორიულად რომ დავუშვათ, ხვალ რომ თქვას ალიანსმა, რომ მე მინდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მივიღებ, საქართველოს ან დემოკრატიული ინსტიტუტები, ან არჩევნები, ან სასამართლო მზად არის ამისათვის, აკმაყოფილებს კრიტერიუმებს? სამწუხაროდ არა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა და პრემიერი და საგარეო უწყება დუმს, რადგან „ამ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკა, საქართველო იყოს რაღაც პატარა ტერიტორია, რომელიც იქნება ჩუმად და ამ სიჩუმით შეიძლება გადავრჩეთ. სამწუხაროდ, ეს არის მცდარი პოლიტიკა“.

„უკრაინასთან მიმართებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომ არ გააკეთა განცხადება? სალომე ზურაბიშვილი არ არის მთავრობა. მისი განცხადება არ არის მთავრობის განცხადება. საქართველო უკვე კარგა ხანია გამოაკლდა იმ ქვეყნების ერთობას, რომლებიც ღიად და აშკარად აფიქსირებენ თავის პოზიციას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში და ამბობენ, ამ დაპირისპირების რომელ მხარესაა. ამ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკა, რომ საქართველო არაფრის ნაწილი არ იყოს, საქართველო არ იყოს ამბიციური ქვეყანა, საქართველო იყოს რაღაც პატარა ტერიტორია, რომელიც იქნება ჩუმად და ამ სიჩუმით შეიძლება გადავრჩეთ. სამწუხაროდ ეს არის მცდარი პოლიტიკა. რაც უფრო ჩუმად იქნება საქართველო და დაიმალება ამ ტიპის დაპირისპირებაში, მით უფრო დაკარგავს ის პოზიციებს და როდესაც შენ მოგადგება რუსეთის ტანკი, მერე შენც არავინ მოგაქცევს ყურადღებას“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მისივე თქმით, ყურადღებას უნდა იქცევდეს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს.

„რას ვაკეთებთ ამით, რუსეთს არ ვაღიზიანებთ და ვამბობთ, რომ აგრესია არსებობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ, მაგრამ აგრესორი არ არსებობს და დანარჩენები უნდა მიხვდნენ ვინ არის აგრესორი? მე მგონია, რომ ასეთი კუკუდამალობანას თამაში უბრალოდ სასაცილოა. პირდაპირ უნდა ითქვას ვინ არის აგრესორი და ცოტა მეტი სოლიდარობაც უნდა გამოჩნდეს უკრაინის მიმართ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა