მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას, ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან - თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა

არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან - მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, ოპოზიციურ ერთობას და საზოგადოებას შევთავაზებს საკუთარ წინადადებებს კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით.

„ ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე.

საკუთარ ხალხზე "გამარჯვება" მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან.

მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით!“,- წერს სააკაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის