საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა.

„ ღონისძიება ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის პარალელურად გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. დღესვე მინისტერიალის ორ სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისა და მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორი ქვეყნის თანამშრომლობისათვის იუსტიციის სფეროში. ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ურთიერთობის გააქტიურება ხელს შეუწყობს ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესს.

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალიც შეაფასა. მინისტრის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებისათვის ძალიან საინტერესოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული კოდექსი და საქართველოს პროგრესი პრობაციის მიმართულებით; საქართველო კი მზადაა, გაუზიაროს ევროპის ქვეყნებს საკუთარი მიღწევები და მიიღოს ის გამოცდილება, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების კუთხით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებობს.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის ორ სესიაზე. უკვე შედგა შეხვედრები იტალიისა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებთან, ხვალ კი, რატი ბრეგაძე სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებს შეხვდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი