რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს სერვისების მიწოდების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძისა და ფიქრათ მამადოვის შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფიქრათ მამადოვს ინფორმაცია მიაწოდა სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს, აგრეთვე, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას.

„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ფიქრათ მამადოვმა რატი ბრეგაძე აზერბაიჯანში მიიწვია.

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო.

ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთისა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან.

რატი ბრეგაძის ვიზიტი იტალიაში დღეს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს