დავით ჭიჭინაძე - ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა

ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს ის მანდატი ამ ქვეყანაში, რომ მან არსებული კრიზისი დაალაგოს, ან შერიგება მოაგვაროს.

მისივე თქმით, თუ რეალურ შერიგებაზე ვსაუბრობთ, ეს შერიგება ეკლესიამ უნდა ითავოს.

„ეკლესიაა ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი დღეს და ყველაზე მეტი ადამიანი მას ენდობა. თან, ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს ის მანდატი ამ ქვეყანაში, რომ მან არსებული კრიზისი დაალაგოს, ან შერიგება მოაგვაროს. მეორე, ეს სამი პრეზიდენტი თუ დასხდებიან და რამეს აპატიებენ ერთმანეთს და მორიგდებიან, ნაკლებად მგონია, რომ დანარჩენი საქართველო მხოლოდ ამით დარჩეს კმაყოფილი. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ შეფასება უნდა მიეცეს ყველა მოვლენას, 1991 წლიდან მოყოლებული. დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის ყველა დამნაშავეს. ხალხი გახდეს ცვლილებების მთავარი აქტორი და ადამიანები დარწმუნდნენ, რომ სწორედ მათ ექნებათ დიდი წილი ამ ცვლილებების შემდეგ. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკოსები შერიგდებიან თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა უნდა აპატიოს პოლიტიკოსებს და ნდობა აღდგეს. თორემ, სხვა შემთხვევაში, ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა. ვერც ნდობა აღდგება, მით უმეტეს, რომ „ოცნება“ ისევ ცინიკურად ვაჭრობს და ე.წ. შერიგებამდე არჩევნების შედეგების და პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას მოითხოვს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი