საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, ქალაქ ბორჯომში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში ტარდება.

ორ დღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, „საქსტატის“ მიერ შემუშავებულ პროდუქტებს და 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიას; ასევე, განიხილავენ სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიების თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს; იმსჯელებენ სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებზე და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

,,გასვლით სამუშაო შეხვედრებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის თვითმმართველობების წარმომადგენლები, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობს.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, განიხილება სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების საჭიროებები, რომელიც აისახება საქსტატის სამომავლო გეგმებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა