ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს, ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით გარკვეული დროის შემდეგ „ომიკრონი“ საქართველოშიც დაფიქსირდება.

„ჯერჯერობით არა. კვლევა მიმდინარეობს. ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი ჩვენგან გადაგზავნილი. ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს, ამიტომ გამოჩნდება რაღაც დროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში „ომიკრონით“ გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით ბრიტანელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის „დელტა“ შტამს ჩაანაცვლებს.

„დღევანდელი მონაცემით ეს შტამი 63 ქვეყანაში არის გავრცელებული. სამწუხაროდ, უკვე სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ვირუსის გავრცელება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი კლინიკურად მაინც შედარებით მსუბუქია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტესტები, რომელიც მორგებული იქნება „ომიკრონზე“, საქართველოში მალე იქნება, "მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს "ომიკრონის" დადგენის საშუალება სეკვენირებით".

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა