ალექსანდრე გოგინავა - მოსალოდნელია, რომ „ომიკრონ“ შტამი საქართველოში მალე შემოაღწევს, საჭიროა სათანადო რეაგირება

იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც „ომიკრონ“ შტამი ვრცელდება, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც მალე შემოაღწევს. საჭიროა სათანადო რეაგირება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ არის საკმაოდ სწრაფად გავრცელებადი, მას ახასიათებს ხელახალი ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, თუმცა მისი თქმით, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ახალ შტამს არ გააჩნდეს რთული მიმდინარეობა.

„ზოგადად ვიცით, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ არის გლობალური გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, საქართველოც არის მსოფლიოს ნაწილი. არის ინფორმაცია, რომ ზოგადად „ომიკრონი“ რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, რისკები, რომ ის საქართველოში გავრცელდება, მაღალია. ეს მოხდება უახლოეს ორ კვირაში თუ ერთ თვეში, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც ეს ახალი შტამი ვრცელდება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეაგირება როგორი იქნება როგორც სახელმწიფოსი და ჯანდაცვის სისტემის, ასევე მთლიანი საზოგადოების. ვიცით ერთი რამ, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, ასევე ახასიათებს უფრო მაღალი ხელახალი დაინფიცირების რისკი, აქვს უფრო მაღალი, ვიდრე ეს ჰქონდა „დელტა“ შტამს, ეს ეხება როგორც გადატანილი დაავადების შემდეგ, ასევე სამწუხაროდ, ვაქცინაციის შემდეგაც. ამიტომ ეს არის საყურადღებო. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან გავრცელდეს ეს შტამი საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს საზღვრები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია ახალი შტამის გავრცელება, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი.

მეორეა ვაქცინაციის პროცესი. კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად ეს ახალი შტამი და ზოგადად კორონავირუსი ვრცელდება იმ რეგიონებში და იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი კიდევ უფრო ზრდის რისკებს. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი წავიდეს უფრო აქტიურად, რათა ჩვენ მეტნაკლებად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ასევე ზოგადი რეკომენდაციები - ეს არის პირბადის ტარება, დისტანცირება იმიტომ, რომ ეს არის მექანიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის რესპირაციული ინფექციების გავრცელებას, მათ შორის „ომიკრონის“ გავრცელებასაც შეუშლის ხელს. შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზე არის ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი და ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

როგორც გოგინავა დასძენს, უვადო კოვიდ პასპორტის მინიჭება არის მიუღებელი და გადასახედია აღნიშნული საკითხი.

„უვადო კოვიდთან მიმართებაში არაფერი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ არ ვიცით ჩვენ ბოლომდე მისი ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, თუ რამდენი ხანი ნარჩუნდება ბუნებრივად გადატანის გზით შეძენილი იმუნიტეტი. არის კვლევები, რომ მაქსიმუმ 16-17 თვე. აქედან გამომდინარე, უვადო პასპორტის მინიჭება ერთხელ გადატანილზე არის ჩემი აზრით, გაუმართლებელი და გადასახედია ეგ საკითხი“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა